მატარებელმა ბათუმის პორტის ღობე გაანგრია და ავტომობილები დააზიანა - ვიდეო

ბათუმის პორტში ავარია მოხდა. სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ბეტონის კედელს დაეჯახა, რის შემდეგაც პარკინგზე აღმოჩნდა და რამდენიმე ავტომობილი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
ავარიის შედეგად ოთხი მანქანა დაზიანდა. „პირველი არხის“ ინფორმაციით, მატარებელმა საკონტეინერო ტერმინალის ღობე გაანგრია. კედლის ნანგრევები დაეცა მსუბუქ ავტომანქანებს, რომლებიც ღობის მეორე მხარეს იდგა. მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა.