მასობრივი არეულობები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კენიაში - ფოტო

კენიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოცხადდა.
Sputnik
კენიის ქალაქებში არეულობები და მასობრივი პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა უილიამ რუტომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევნებში გაიმარჯვა.
შედეგებს არ აღიარებს მისი ოპონენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაილა ოდინგა, რომელსაც მხარი დაუჭირა ქვეყნის ბოლო პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ. რუტოს გამარჯვებას არ აღიარებს ეროვნული საარჩევნო კომისიის ოთხი წევრიც.
1 / 10

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს მასობრივი საპროტესტო აქციები და დაპირისპირებები მოჰყვა

2 / 10

დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, პირველსავე ტურში გაიმარჯვა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა უილიამ რუტომ

3 / 10

მან ხმების 50,49% მიიღო და თითქმის 2%-ით აჯობა მთავარ კონკურენტს - ყოფილ პრემიერ-მინისტრ რაილა ოდინგას

4 / 10

დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

5 / 10

გამარჯვებულის გამოვლენის წინ კომისიის ოთხმა წევრმა უარი განაცხადა შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე. მათ არჩევნებს „გაუმჭვირვალე“ უწდეს, რასაც არეულობა მოჰყვა. შედეგად დაპირისპირებებში ჩაერთნენ სამხედროებიც

6 / 10

აქციის ეპიცენტრი იყო კენიის სიდიდით მესამე ქალაქი კისუმუ და ნაირობის რამდენიმე ღარიბი უბანი

7 / 10

დემონსტრანტები კენიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

8 / 10

ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა

9 / 10

კენიის ოპოზიციის ლიდერის რაილა ოდინგუს მომხრეები ცეცხლს უკიდებდნენ ხეებს და ყვიროდნენ: „არ იქნება რაილა, არ იქნება მშვიდობა!“

10 / 10

დემონსტრანტები კენიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ კისუმუში