ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ქალიშვილებთან ერთად საკმაოდ ხშირად ჩნდება, თუმცა მისი და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის ნოქსის ხილვა დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
მოხერხებულმა პაპარაცებმა შეძლეს და ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში, ლოს-ფელიზში მაინც მოახერხეს ვარსკვლავური დედა-შვილის გადაღება.
47 წლის ანჯელინა და 14 წლის ნოქსი საყიდლებიდან ბრუნდებოდნენ. ჯოლის „ვალენტინოს“ თეთრი კაბა ამშვენებდა, ხელში კი „დიორის“ ჩანთა ეჭირა. ნოქსი თეთრ მაისურსა და შავ შარვალში იყო გამოწყობილი.