უბედური შემთხვევა იმერეთში: ოთხი წლის ბავშვს დენმა დაარტყა

მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისათვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს დენმა დაარტყა.
დაშავებული თერჯოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
წყარო: რუსთავი 2