თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. თბილისის ზღვის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებმა ადგილზე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს. თუმცა, ეკიპაჟის მოსვლამდე თვითმხილველებმა ცეცხლი თავად ჩააქრეს.
ცეცხლი ხეებს და ბალახის საფარს ეკიდა. ამ დროისათვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.