ყვითელი ამბები

„ირლანდიაში ამ საქმის მოსაგვარებლადაც ვმუშაობდი...“ - სალომე ჭაჭუა

Sputnik
სალომე ჭაჭუამ ცოტა ხნის წინ ესთეტიკის სფეროში ახალი ბიზნესი წამოიწყო. ამის შესახებ მოცეკვავე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. მისი თქმით, ახალი საქმიანობა 2021 წლის ბოლოს – 2022 წლის დასაწყისში ორ პარტნიორთან ერთად წამოიწყო, ეს კი სწორედ ის პერიოდია, როცა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებდა მონაწილეობას
ყვითელი ამბები
„ბევრჯერ შეშლია...“ - სალომე ჭაჭუა ირლანდიელ მეწყვილეზე საუბრობს

„ჩემი სფერო მოიცავს სილამაზეს, მხოლოდ ცეკვის გამო არ ამირჩევია, ისედაც ძალიან მიყვარს სილამაზე, თავის მოვლა. ეს სფერო ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პარალელურად ამ საქმის მოსაგვარებლად ვმუშაობდი. გვინდოდა ყველაფერი უმაღლესი ხარისხის ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ უმაღლეს ხარისხთან ვასოცირდები. ამიტომ ყოველთვის მინდა საუკეთესო ვიყო. აქედან გამომდინარე, რომელი სფეროც არ უნდა დავამატო, ყველგან იმავეს სურვილი მაქვს“, – ამბობს მოცეკვავე.

მისი თქმით, როდესაც ძალიან მოინდომებ, გართობასა და დასვენებას მოიკლებ, ყველაფერი გამოვა.