ბათუმში ჩატარდება ეროვნული ჩემპიონატი ქუჩის ცეკვებში

ფინალში საუკეთესოს წოდებისთვის 14 მონაწილე შეეჯიბრება ერთმანეთს.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ეროვნული ჩემპიონატი ქუჩის ცეკვებში Red Bull Dance Your Style ბათუმში 20 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
Red Bull Dance Your Style – ესაა პლატფორმა შეჯიბრებისთვის ცეკვაში, სადაც არაა შეზღუდული ჟანრი. ცეკვები სრულდება მსოფლიო ჰიტების ფონზე.
ფინალში საუკეთესოს წოდებისთვის ერთმანეთს 14 მონაწილე შეეჯიბრება. ჩემპიონატს უნიკალური ბატლის ფორმატი აქვს, რადგან გულშემატკივრები არიან ჟიურის წევრები.
მოცეკვავეები მოულოდნელად აჟღერებული მუსიკის ფონზე შეასრულებენ ნებისმიერი სტილის ქუჩის ცეკვას, ამავდროულად ცეკვით მოახდენენ ჰიტის ინტერპრეტაციასა და აუდიტორიასთან ინტერაქციას.
ბატლის გამარჯვებულს გულშემატკივრები გამოავლენენ წითელი და ლურჯი ბარათებით მინიჭებული ხმების რაოდენობით. და, რაც მთავარია, გამარჯვებული სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.