მეწყრის ჩამოწოლის საშიშროების გამო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა

მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის საშიშროება აჭარის მთებში, ზულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რემონტის დროს შეიქმნა
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის საშიშროების გამო აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა ბათუმი-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე - ალტერნატიული გზის, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს, ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის საშიშროება აჭარის მთებში, ზულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რემონტის დროს შეიქმნა.
გზა გაიხსნება უსაფრთხოების ზომების მიღებისა და მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების მოხსნის შემდეგ.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი