ცნობილი მომღერალი ბრიტნი სპირსი ახალ სკანდალში გაეხვია. ამჯერად საუბარია მის ყოფილ ქმარზე კევინ ფედერლაინზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია, თუ როგორ უყვირის სპირსი თავის ვაჟებს. კევინი აცხადებს, რომ შვილებს დედასთან კონტაქტი აღარ სურთ.
ყოველივე ამის ფონზე ბრიტნი სპირსის მიმართ ბევრმა მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის არის ჯენიფერ ლოპესიც, რომელმაც პოპის პრინცესას გამამხნევებელი შეტყობინება გაუგზავნა.
„ძლიერი უნდა იყო“, – წერს ჯეი ლო სოციალურ ქსელში მისი მისამართით და ბრიტნისთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. აღნიშნულ პოსტს მალევე თავად ბრიტნიც გამოეხმაურა.
„როგორც ერთხელ ჯენიფერ ლოპესმა თქვა, უყურეთ კამერებს პირდაპირ და უთხარით მსოფლიოს ყველა გოგოს, რომ არ გაჩერდნენ, ისაუბრონ ხმამაღლა და არასდროს დაიხიონ უკან“, – ამბობს ბრიტნი.