„დალაგების დღეები“: გუდაურში დალაგების მასშტაბური აქცია გაიმართა

დასუფთავების აქციაში 200-მდე მოხალისე ჩაერთო.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. გუდაურში პირველად გაიმართა დალაგების მასშტაბური აქცია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გუდაურში ორი დღის განმავლობაში დასუფთავდა ყველა ის ტერიტორია, სადაც საყოფაცხოვრებო და სამშენებელო ნაგავი იყო. კერძოდ, მთა სრულად გაიწმინდა პოლიეთილენის ნარჩენებისგან, პლასტმასისა და შუშის ბოთლებისგან, პირბადეებისგან და სიგარეტის ნამწვებისგან.
დასუფთავების აქციაში ჩართული იყვნენ თბილისიდან ჩასული მოხალისეები, ასევე გორის ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალი თაობის“ წევრები. „დალაგების დღეებს“ შეუერთდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლებიც.
დალაგების მასშტაბური აქცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს, საქართველოს დამლაგებელთა გილდიისა და კერძო სექტორის ორგანიზებით ჩატარდა.