ერევანში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ექვსი ირანელიდან ხუთი საქართველოში აღმოჩნდა

ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღით მოხდა. დაიღუპა 16 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ირანის ხუთი მოქალაქე ექვსიდან, რომლებიც ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“აფეთქებასთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყვნენ გამოცხადებული, საქართველოში აღმოჩნდნენ, განაცხადა სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-მდივანმა აიკ კოსტანიანმა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა განმიცხადა, რომ სავარაუდოდ უგზო-უკვლოდ დაკარგული ირანის ექვსი მოქალაქიდან ხუთი საქართველოში იმყოფება“, – დაწერა კოსტანიანმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, აფეთქებასთან დაკავშირებით ამ დროისათვის უცნობია 18 ადამიანის ბედი.
ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორისაა ორსული და მცირეწლოვანი ბავშვი. აფეთქების შედეგად დაშავდა 60 კაცი, მათგან 12 ჯერ ისევ საავადმყოფოებშია.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.
საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.