COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 16,58%.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (7–14 აგვისტო) კორონავირუსის 12.338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.723.087 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 12.766 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.692.387).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.884 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 74.398 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 67.475, PCR–ტესტით – 6.923.
ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 16,58%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 4.966
იმერეთი – 2.039
აჭარა – 1.175
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.094
გურია – 796
შიდა ქართლი – 672
ქვემო ქართლი – 555
კახეთი – 509
მცხეთა-მთიანეთი – 208
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 162
სამცხე-ჯავახეთი – 162
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.