გამოცემა Page Six-ის ცნობით, ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან ერთად გატარებული თაფლობის თვით საშინლად უკმაყოფილოა. როგორც ირკვევა, პარიზში ყოფნის დროს აფლეკი პაპარაცების გადამეტებული ყურადღებით სასტიკად შეწუხდა.
„პარიზში ყოფნისას ბენი თავს ისე გრძნობდა, როგორც ჯოჯოხეთში, მას თავი პრინცესა დიანა ეგონა. მიუხედავად იმისა, რომ ის შეჩვეულია რეპორტიორებს, ამჯერად ყველაფერი ზღვარგადასული იყო. თუმცა ჯეი ლო გამუდმებულ თვალთვალს მშვიდად შეხვდა“, – აცხადებს ინსაიდერი.
სხვათა შორის, 2002 წელს „ბენიფერის“ განშორების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მათ მიმართ გადამეტებული ყურადღება დასახელდა.