ბათუმის პორტში მატარებლის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა

შეჯახების შედეგად იქვე მდგომი რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ბათუმის პორტში მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადავიდა, კედელი გაანგრია და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა დააზიანა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მატარებელს სამუხრუჭე სისტემა დაუზიანდა და ტერმინალის ღობეს შეეჯახა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ინციდენტზე კომენტარი ბათუმის პორტში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.