ხონში 64 წლის მამაკაცს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტში 64 წლის მამაკაცს ავთო ჯალაღანიას ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
ჯალაღანია სახლიდან სამი დღის წინ გავიდა. ბოლოს ის ხონის რაიონში, სოფელ მათხოჯთან შენიშნეს.
მამაკაცს ჯინსის შარვალი და შავი მაისური აცვია.
ინფორმაციის შემთხვევაში ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, დარეკონ ნომერზე 555 54 02 78.
წყარო: რუსთავი 2