თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ცეცხლი მთის ფერდობზე ბალახის საფარს უკიდია. ცეცხლმოკიდებული ფერდობის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ბოლო დღეებში თბილისში, როგორც მთელ საქართველოში, ძლიერი სიცხეა, მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მომატება. სიცხის გამო გაზრდილია ხანძრების გაჩენის რისკი.