ყვითელი ამბები

თიკა ფაცაცია ქმართან ერთად ბათუმში ერთობა - ტელეწამყვანი ვიდეოს აქვეყნებს

Sputnik
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ბათუმში Black Sea Jazz Fest-ს ოჯახთან ერთად დაესწრო. ფაცაციამ სოციალურ ქსელებში უამრავი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.
„გავიზარდეთ ერთად“ – ამ მინაწერით აქვეყნებს უფროს ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოებს თიკა ფაცაცია, სადაც ის პირველ ფოტოზე ახლა, მეორე კი 2014 წელს იგივე ღონისძიებაზეა გადაღებული. მომღერალი და ტელეწამყვანი ორივე ფოტოში შეუდარებლად გამოიყურება და, შეიძლება ითქვას, რომ წლებმა ვერაფერი დააკლო. რაც შეეხება მის შვილს, ანდრო ანთელიძეს, ის უკვე სრულწლოვანი, სიმპათიური ბიჭია, 2014 წელს კი პატარა და ძალიან საყვარელი თინეიჯერი იყო.
თიკა ფაცაციამ ერთ-ერთ ვიდეოში მეუღლე დავით ანთელიძეც გამოაჩინა, რომელიც პოპულარული მეუღლის გვერდით იშვიათად ჩანს ხოლმე.