თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. რუსული ენის შესწავლის უფასო კურსებზე მიღება, რომელსაც თბილისში ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი ჩაატარებს, 10 სექტემბერს დაიწყება.
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის ფონდთან ერთად, 2022 წლის 10 სექტემბრიდან გააგრძელებს ახალგაზრდების (17-დან 35 წლამდე) მიღებას რუსული ენის შესწავლის უფასო კურსებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მსურველები დაეუფლებიან სასაუბრო და საქმიან რუსულ ენას, ასევე გაეცნობიან კლასიკურ რუსულ ლიტერატურას: პუშკინის, ლერმონტოვის, ტურგენევის, ჩეხოვის, დოსტოევსკის და სხვა რუსი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გაკვეთილები ჩატარდება უცხო ენების სწავლების თანამედროვე მეთოდებით, რომელიც საკომუნიკაციო უნარების განვითარებაზეა მიმართული. კურსებს უძღვება გამოცდილი პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.
რაც შეეხება ბიზნეს-ენას, სტუდენტებს შეასწავლიან ტურიზმის სფეროში გამოყენებულ პროფესიულ ლექსიკას, ასევე გამოუმუშავებენ საქმიანი მიმოწერის, მოლაპარაკებების და სხვა უნარებს.
მსურველებს კურსებზე ჩაწერა 5 სექტემბრამდე შეუძლიათ. რეზიუმე უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე iirgeo@hotmail.com.