თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. თბილისიდან 175 კილომეტრში, ადიგენთან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 18:52 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.