ყვითელი ამბები

რომანტიკული ჟესტი - მამულიჩამ ლელა წურწუმიას სცენაზე სიმღერისას აკოცა - ვიდეო

Sputnik
ბათუმში, კლუბ „სოჰოში“ ლელა წურწუმიას კონცერტი გაიმართა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ლელას კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო. რაღა თქმა უნდა, ცნობილ მომღერალთან ერთად სცენაზე იდგა ბენდი „ნონ სტოპი”. დამსწრე საზოგადოებას დუეტი „ჯორჯიას” მოსმენის შესაძლებლობაც მიეცა.
გასაკვირი არ არის, რომ კონცერტმა, სადაც ლელამ თავისი ჰიტები იმღერა, სრული ანშლაგით ჩაიარა. „12 აგვისტოს საგიჟეთი“ – ასე ასათაურებს ლელას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი აღნიშნულ საღამოს.
მამულიჩამ სოციალურ ქსელში კონცერტზე გადაღებული კადრებიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ვიდეოში ის მომღერალ მეუღლესთან სცენაზე გავიდა და სიმღერის დროს ყელში აკოცა. ვიდეომ სოცქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა.