კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

გეგმური სამუშაოების დასრულების შემდეგ საბაგირო მგზავრების გადაყვანას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს 16 აგვისტოს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია განმარტებული, კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ბოდიშს უხდის.
კუს ტბა თბილისელებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ჩრდილოეთ ფერდობზე განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.