ყვითელი ამბები

კაილი ჯენერს დედამ დაბადების დღეზე 100-ათასდოლარიანი ჩანთა აჩუქა - ფოტოები

Sputnik
ახალგაზრდა მილიარდერმა კაილი ჯენერმა 25 წლის იუბილე ბაჰამის კუნძულებზე, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა.
იუბილარმა განსაკუთრებული საჩუქარი დედისგან მიიღო. კრის ჯენერმა შვილს 100 ათას დოლარად ღირებული ჩანთა „ჰერმეს ბირკინი“ აჩუქა.
როგორც გაირკვა, მსოფლიოში ჩანთის ამ კონკრეტული მოდელის სულ სამი ასლი არსებობს და ახლა მათგან ერთი კაილი ჯენერის 1 მილიონი დოლარის ღირებულების ჩანთების უზარმაზარ კოლექციას შეემატება.