ცალიკოვი: ფორუმში „არმია-2022“ ორჯერ მეტი საწარმო მონაწილეობს

Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ფორუმ „არმია-2022-ს“ დაახლოებით 1500 თავდაცვითი საწარმოს წარმოდგენილი ესწრება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან ცალიკოვმა პლენარულ სხდომაზე.
„გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, შეიძლება დახასიათდეს რიცხვებით: დღეს 72 ქვეყანა მონაწილეობს ამ მასშტაბურ ღონისძიებაში. დღეს ორჯერ მეტი საწარმოა წარმოდგენილი, ვიდრე ეს 2015 წელს იყო — დაახლოებით 1500. ისინი თავიანთ მიღწევებსა და ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ“, — განაცხადა ცალიკოვმა.
მან აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებისგან ახალ აღმოჩენებს, ახალ გამოგონებებს, ახალ აღჭურვილობას, ახალ ტექნოლოგიას ელის.
„რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალებისთვის ეს ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვანია, უკიდურესად მოთხოვნადია“, - დასძინა ცალიკოვმა.
საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია-2022“ 15-დან 21 აგვისტოს ჩათვლით მოსკოვის მახლობლად, პარკ „პატრიოტში“ იმართება.