თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სკოლების ხელმძღვანელები სამ- ან ოთხდღიანი სასწავლო კვირის შემოღებაზე მსჯელობენ, რათა მასწავლებლებისთვის უფრო მაღალი ხელფასების გადახდის, ხოლო ელექტროენერგიაზე გადასახადების შემცირების შესაძლებლობა მიეცეთ, წერს Telegraph-ი.
გამოცემის ინფორმაციით, სკოლების დირექტორები, რწმუნებულები და გუბერნატორები „კრიზისულ შეხვედრებს“ ატარებენ, რათა გადაწყვიტონ, როგორ შეინარჩუნონ სასწავლო პროცესები შემოდგომის სემესტრის განმავლობაში. როგორც ირკვევა, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, რაც სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, სკოლების ბიუჯეტებს მნიშვნელოვნად დააზარალებს, ხოლო სასწავლო დაწესებულებების ხარჯები ელექტროენერგიაზე, სავარაუდოდ, 300%-ით გაიზრდება.
როგორც 17 სკოლის დამფინანსებელი ტრასტის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ჯორდანი ამბობს, სამდღიანი სასწავლო კვირის შემოღება ფულის დაზოგვის მიზნით განიხილება. ამის მიზეზი მზარდი ინფლაცია და სხვა ეკონომიკური ფაქტორებია.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ათობით სკოლამ ჯერ კიდევ 2019 წელს დროებით შეამცირა სასწავლო კვირა, რადგან მათ მოსწავლეებისთვის კვირაში ხუთი დღის განმავლობაში სწავლების საშუალება არ ჰქონდათ.
წყარო: Telegraph