თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. რუსმა კონსტრუქტორებმა ფორუმზე „არმია-2022“ წარმოადგინეს M-81 რობოტული სისტემის ნიმუში, რომელსაც სროლა და იარაღის ტრანსპორტირება შეუძლია.
რობოტი, რომელიც გარეგნულად ძაღლს ჰგავს, რუსულ საინჟინრო კომპანია „ინტელექტ მაშინს“ ეკუთვნის, რომელიც რობოტექნიკის, შეიარაღისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში მუშაობს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, სამოქალაქო გამოყენების ფარგლებში რობოტს შეუძლია საგანგებო ზონაში მუშაობა დაზვერვის, ნანგრევებში გავლისა და მედიკამენტების მიწოდების მიზნით.
ამავდროულად ის ადაპტირებულია საბრძოლო მისიებისთვისაც — შეუძლია ცეცხლის გახსნა, დაცვა და პატრულირება, იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირება.
რობოტების ხაზს აქტუალური ტექნოლოგიური გარეგნობა აქვს: მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ისინი ბიონიკის გამოყენებით შესრულდა — ცხოველთა სამყაროსთვის დამახასიათებელი პრინციპებით, სტრუქტურებითა და მექანიკით. ამიტომაც ჰგვანან ძაღლებს, განსაკუთრებით დინამიკაში. კომპანია აპირებს, რომ მსგავსი მანქანების წარმოება რუსეთში დააფუძნოს.