მეჩხერი რაინი, მშრალი ველები და მწყურვალი ცხოველები - ანომალიური სიცხე ევროპაში

ასეთი ცხელი ამინდები ევროპაში 60 წელია არ ყოფილა.
Sputnik
დასავლეთ ევროპა უპრეცედენტო ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რაც გვალვამ გამოიწვია. წყლის დონე მდინარეებში, ტბებსა და წყალსაცავებში ძალიან დაბალია, საფრთხის ქვეშაა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. წელს ევროპაში ნორმაზე შიდჯერ ნაკლები ნალექი მოვიდა.
შედეგად დაიწია მდინარე რაინის დონემ, რომელიც მიედინება შვეიცარიის, ლიხტენშტაინის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდის ტერიტორიებზე.
1 / 12

რაინი ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, გერმანია

2 / 12

წყლის ცარიელი რეზერვუარები იუსტონის ფერმაში, ინგლისი

3 / 12

მდინარე ვაალის დამშრალი კალაპოტი, ნიდერლანდი

4 / 12

ფრინველები წყალს ეძებენ ველენცეს ტბის ფსკერზე, უნგრეთი

5 / 12

წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო გარდას ტბაში სირმიონეს ნახევარკუნძულის გარშემო კლდე გამოჩნდა, იტალია

6 / 12

პორტუგალიაში დააფიქსირეს დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი ივლისი

7 / 12

რეკორდული გვალვაა საფრანგეთშიც

8 / 12

სერბეთში წყლის უკმარისობის გამო ჰიდროელექტროენერგიის წარმოება შემცირდა

9 / 12

აღმოსავლეთ საფრანგეთში ყურძენი პირდაპირ ვაზზე ხმება

10 / 12

ბუდაპეშტთან ახლოს მდინარე დუნაის დონემ 1,5 მეტრით დაიკლო

11 / 12

დუნაის დინება 40%-ით მცირე გახდა

12 / 12

იორკშირში წყალსაცავის დაშრობის შედეგად გამოჩნდა უძველესი ხიდი, რომელიც წყალსაცავის შენების დროს დატბორეს 1950-იან წლებში