თბილისის ზღვაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა

მამაკაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. თბილისის ზღვაზე ირანის მოქალაქე, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მას ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მამაკაცს, სავარაუდოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული, ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.