საქართველოს მოსახლეობა ტყის ხანძრების საშიშროების შესახებ გააფრთხილეს

ორშაბათს ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. სინოპტიკოსები 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია +34, +39 გრადუსი.
15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.