ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა - ვიდეო

შემთხვევის ადგილზე სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრე-მაშველების რვა ეკიპაჟი გავიდა
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ 13:23 საათზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა, იუწყება Sputnik-სომხეთი.
შემთხვევის ადგილზე სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრე-მაშველების ექვსი ეკიპაჟი გავიდა, შემდეგ კიდევ ორი.
ხანძარს მიენიჭა სირთულის მეორე ხარისხი. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
სოციალური მედიის მომხმარებლები წერენ, რომ ფოიერვერკები აფეთქდა.
ახლომდებარე სახლის ერთ-ერთი მცხოვრებლის თქმით, ჯერ ერთი ძლიერი აფეთქება გაისმა, შემდეგ კიდევ რამდენიმე უფრო მცირე აფეთქების ხმა იყო.