მსოფლიო დღეს

აშშ-ში ავტომობილი ხალხის მასაში შეიჭრა - ერთი ადამიანი დაიღუპა, ბევრი დაშავდა

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, განზრახ შეიჭრა თუ არა მძღოლი ხალხის მასაში
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. პენსილვანიის შტატის ქალაქ ბერვიკში ერთი ადამიანი დაიღუპა ავტომობილის ხალხის მასაში შეჭრის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა, მოგვიანებით მძღოლმა მოკლა ქალი ქალაქ ნესკოპეკში, იუწყება ტელეარხი NBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
როგორც სამართალდამცველი ენტონი პეტროსკი აცხადებს, ბერვიკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ეჭვმიტანილმა მოკლა ქალი ქალაქ ნესკოპეკში, სადაც ის პოლიციამ დააკავა.
ამ მომენტისთვის მძღოლის ვინაობა არ საჯაროვდება და ასევე უცნობია, რა ბრალდებებს წაუყენებენ მას. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, განზრახ შეიჭრა თუ არა მძღოლი ხალხის მასაში. დაღუპულთა ვინაობაც არ სახელდება.
ხალხი იყო შეკრებილი ბარის წინ თანხის შესაგროვებლად იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც ნესკოპეკში ხანძრის შედეგად დაზარალდნენ. ხანძარმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა.