თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოში შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნა, ნათქვამია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოში შინაპატიმრობა 2017 წელს შემოიღეს. ასეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში მსჯავრდებულს უკეთდება ელექტრონული სამაჯური, რომლის მონაცემებიც ავტომატურად ელექტრონული მონიტორინგის ცენტრს გადაეცემა.
თავდაპირველად მონიტორინგი საპილოტო რეჟიმში მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება.
სწრაფი რეაგირების ჯგუფი რეჟიმის დარღვევის შესაძლო ფაქტის გადამოწმებას ღამის საათებში - 18:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე პერიოდში უზრუნველყოფს.