თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე ერთი ტურისტის ცხედარი იპოვეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სამაშველო ოპერაცია სვანეთში
© Сourtesy of Emergency Management Service of Georgia
სამსახურის ინფორმაციით, ტურისტი მწვერვალის დალაშქვრის დროს ნაპრალში ჩავარდა. მისი ცხედარი მესტიის პროზექტურაში გადაასვენეს.
დანარჩენი ხუთი ტურისტიდან ორი მკურნალობას მესტიის კლინიკაში გადის, სამი კი დამოუკიდებლად მიემართება დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
სამსახურის ინფორმაციით, სიგნალი SOS 12 აგვისტოს მიიღეს. შეტყობინებაში იყო ნათქვამი, რომ უცხოელი ტურისტების ჯგუფს დახმარება ესაჭიროებოდა. ჯგუფის მარშრუტი თეთნულდის მწვერვალზე გადიოდა და უნდა დასრულებულიყო გესტოლას მწვერვალზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.