სოციალურ ქსელებში მომღერალ ლევან კბილაშვილის უცნობი სიმღერა ვრცელდება, სადაც მომღერალი პოპულარულ ქართულ სიმღერას ჩვეული გულწრფელობითა და ემოციით ასრულებს.
ლევან კბილაშვილი 21 ივნისს მოსკოვში მოულოდნელად გარდაიცვალა 31 წლის ასაკში.
ქართველმა მსმენელმა ლევანი 2011 წელს გაიცნო სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან „ჯეოსტარი“. ის აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პროექტებში, მისმა შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელი აღაფრთოვანა. ბოლო წლებში ლევანი მოსკოვში ცხოვრობდა. ის ადრე რუსეთში ვოკალური პროექტი The Voice-ის მეშვიდე სეზონის მონაწილეც იყო. ამ პროექტში ლევანის "მწვრთნელი“ ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე გახდა.