ყვითელი ამბები

ჯონი დეპი კინოში ბრუნდება - პირველი როლი წლების შემდეგ

Sputnik
მსახიობი ჯონი დეპი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის როლში მოგვევლინება. აივენ ლე ბესკოს ახალი ფილმის გადაღებები მალე დაიწყება.
ფილმი ლუი XV-ის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქვეყანას თითქმის 60 წელი მართავდა. ფილმის სახელწოდებაა Jeanne du Barry. სიუჟეტი მუშათა კლასის წარმომადგენელ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც უფრო მაღალ სოციალურ წრეებში ცდილობს მოხვედრას. ქალი ვერსალის სასახლეში დაიწყებს ცხოვრებას და მას მეფე შეუყვარდება.
ყვითელი ამბები
ჯონი დეპს ამჯერად მამაკაცზე ძალადობაში ადანაშაულებენ - ახალი საქმის დეტალები
ჯონი დეპი, რომელიც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დაადანაშაულა, 2020 წელს გამოსულ ფილმ Minamata-ში მონაწილეობის შემდეგ როლზე არ დაუმტკიცებიათ. ამ როლზეც 2018 წელს დაამტკიცეს და გადაღებები 2019-ში მიმდინარეობდა. გარდა იმისა, რომ ამ სკანდალის შემდეგ ჯონი დეპს ახალი როლები არ მიუღია, Warner Bros-მა მისი კანდიდატურა Fantastic Beasts-დან უკვე დამტკიცების შემდეგ მოხსნა და მსახიობი მადს მიკელსენით ჩაანაცვლა.
ჯონი დეპმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. სასამართლომ ჯონი დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ემბერ ჰერდს 15 მილიონის, ხოლო ჯონი დეპს, თავის მხრივ, ემბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად 2 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა.