იალბუზზე ტურისტმა ბავშვი გააჩინა

ამ დროისათვის დედა და ახალშობილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. მწვერვალ იალბუზზე, 4 ათასამდე მეტრის სიმაღლეზე, გარა-ბაშის საბაგირო გზის სადგურში ტურისტმა ბავშვი გააჩინა, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სამძებრო-სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით.

„ოპერატიულ მორიგესთან შეტყობინება შევიდა, რომ გარა-ბაშის სადგურზე (სიმაღლე 3.800 მეტრი) ერთ-ერთმა დამსვენებელმა სამშობიარო წყლები დაღვარა. მაშველების ადგილზე მისვლამდე ბიჭი გაჩნდა“, – განაცხადეს პრეს-სამსახურში.

ამ დროისათვის დედა და შვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.