ყვითელი ამბები

ბრიტნი სპირსს ყოფილმა ქმარმა სკანდალური ვიდეო გამოუქვეყნა - დეტალები

Sputnik
მართალია, ბრიტნი სპირსისა და მისი მამის ბრძოლა დასრულდა, მაგრამ მთავარი ომი პოპ–პრინცესას ჯერ კიდევ მოსაგები აქვს. ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ის და მისი ყოფილი ქმარი კევინ ფედერლაინი დაუპირისპირდნენ.
ყველაფერი კევინის ინტერვიუდან დაიწყო, სადაც მან განაცხადა, რომ ბრიტნის შვილებს დედასთან კონტაქტი არ სურთ. ახლახან კი კევინმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია, თუ როგორ ეჩხუბება ბრიტნი შვილებს. ის განრისხებულია, სიბნელეში ზის და ვაჟებს უყვირის.

„სიმართლეს ფარდა უნდა აეხადოს. ამ ვიდეოს გავრცელება მთელი ოჯახის გადაწყვეტილება იყო. ეს ვიდეო მაშინ გადაიღეს ბიჭებმა, როცა 11 და 12 წლისები იყვნენ და ეს ყველაფერი როდია. იმედია, როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან, ყოველივე ამაზე მაღლა დადგებიან“, – აცხადებს ფედერლაინი.