ყვითელი ამბები

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის იტალიაში ჩააკითხა - დეტალები

Sputnik
ცნობილ მსახიობს ბრედ პიტს ხშირად სურს შვილების ნახვა და ამიტომ ტყუპების - ნოქსისა და ვივიენის დაბადების დღეზე მათ იტალიაში ჩააკითხა. ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს.
ნახა თუ არა ყოფილი ცოლი და შვილების დედა პიტმა, უცნობია. ამჟამად სწორედ იტალიაში, რომში მიმდინარეობს ჯოლის ახალი კინოპროექტის „სისხლის გარეშე“ გადაღებები, სადაც მთავარ როლში, ანჯელინასთან ერთად, სელმა ჰაიეკი მონაწილეობს. ეს ყველაფერი კი პიტი–ჯოლის დაუსრულებელი უთანხმოებისა და სასამართლო პროცესის ფონზე მიმდინარეობს.
წყვილს დავა იმაზე აქვს, რომ ანჯელინამ საფრანგეთში მდებარე ღვინის საწარმო „შატო მირაველის“ წილი რუს ოლიგარქს იური შიფლერს მიჰყიდა და ამის შესახებ ბრედს არ დაეკითხა. პიტმა სასამართლოს მიმართა, სარჩელი ანჯელინას წინააღმდეგ შეიტანა და რუს ოლიგარქთან ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვა.