სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილების გაფართოებას ითხოვს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუშაობას მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეუდგა.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მანდატის გაფართოების მიზნით პარლამენტს მიმართავს თხოვნით, რომ მან შეძლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების ხელახალი გამოძიება, განაცხადა სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა ჟურნალისტებთან.
ქართული სასამართლოების მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს წაუყენა. აღნიშნული პუნქტის შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა.

„ჩვენ ვთვლით, რომ სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებები უნდა გაფართოვდეს იმ საქმეებთან მიმართებით, რომელთა ხელახალი გამოძიება ევროპულმა სასამართლომ და მინისტრთა კომიტეტმა დაგვავალა“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

მისი თქმით, სამსახურის უფლებამოსილება არ უნდა შეიზღუდოს გარკვეული მუხლებით, მან უნდა გამოიძიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის ყველა საქმე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუშაობას 2022 წლის 1 აპრილიდან შეუდგა. სამსახურის კომპეტენციაში შედის ჩინოვნიკებისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების, მათ შორის, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება.
ახალი სამსახური გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა.