თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „სტრიტ ფუდის“ ფესტივალი „გემო ფესტი“ 26-27 აგვისტოს გაიმართება.
„გემო ფესტი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია, რომელიც გასტროტურიზმის ხელშეწყობას, კერძოდ, რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაციას, ახალი გემოების აღმოჩენას, გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების შექმნასა და განვითარებას ისახავს მიზნად.
ფესტივალზე, რომელსაც რაჭის რეგიონი პირველად უმასპინძლებს, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამზარეულოები იქნება წარმოდგენილი.
„გემო ფესტი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.