ყვითელი ამბები

საბავშვო ბაღის მომვლელობიდან პრინცესობამდე - აქამდე უცნობი ფაქტები ლედი დიზე

Sputnik
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის ცხოვრება მოულოდნელობებით, სკანდალებით, სიყვარულითა და ტრაგიზმით იყო აღსავსე. ხალხის პრინცესამ, იგივე დიანა სპენსერმა მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანის გული მოიგო განუმეორებელი სტილით, საოცარი ჰუმანურობითა და ჯიუტი ბუნებით. თუმცა ლედი დი, სანამ პრინცესა გახდებოდა, ოდესღაც უბრალოდ დიანა სპენსერი იყო, ხუთშვილიან ოჯახში დაბადებული გოგონა, ბავშვობაში გადატანილი ტრავმითა და სკოლაში ცუდი ნიშნებით.
დიანას მამას 1975 წელს საპატიო ტიტული მიენიჭა და გოგონაც ავტომატურად ლედი გახდა. ზედმეტსახელი ლედი დი კი დიანამ მას შემდეგ მიიღო, რაც უელსის პრინცესა გახდა. სანამ დიანა სპენსერი უელსის პრინცესა გახდებოდა, პრინცი ჩარლზი სულ 12-ჯერ ნახა. დიანა ამ პერიოდში 19 წლის იყო, ჩარლზი – 32-ის.
1981 წლის გრანდიოზულ სამეფო ქორწილამდე პრინცესა დიანა საბავშვო ბაღში მომვლელად და მასწავლებლად მუშაობდა. ლედი დი პირველი მონარქი ქალი გახდა, რომელსაც ქორწინებამდე რეალური სამსახური ჰქონდა.
ყველასთვის საყვარელი პრინცესა დიანა დღემდე არ კარგავს პოპულარობას. ლედი დის შეუცვლელი სტილი მოდის მიმდევრებისთვის დღესაც სამაგალითოა, თუმცა ამით დიანა, სხვათა შორის, სამეფო წესებს არღვევდა. მის გარდერობში ბევრი შავი სამოსი იყო, სამეფო ოჯახის წესების მიხედვით კი პრინცებსა და პრინცესებს მუქი ფერის სამოსის ტარება ეკრძალებათ.
დედოფალი ყოველთვის ატარებს ხელთათმანებს, რაც ბრიტანული სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წესია, პრინცესა დიანას კი ხელთათმანების გაკეთება ხშირად ავიწყდებოდა. ის იშვიათად ატარებდა ქუდებს, ხელთათმანის მსგავსად, ან რჩებოდა, ან საჭიროდ არ თვლიდა მის ტარებას.
ასევე დედოფალი, კეიტ მიდლტონი და მეგან მარკლი - სამეფო ოჯახის ქალბატონები, წესის თანახმად, დროის უმეტეს ნაწილს კაბასა და ქვედაბოლოში ატარებენ, რადგან ბრიტანული წესების მიხედვით ქვედაბოლო ქალურობას გამოხატავს და პრინცესა და დედოფალი ვალდებულები არიან, იარონ შესაფერისი სამოსით.