ყვითელი ამბები

„კონცერტის შემდეგ მხვდება საჩუქრები... იქნებ გავიცნო პრინცი“ - ნუცა ბუზალაძე

Sputnik
მომღერალი ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა. სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა ქალის არაბული ცხოვრება ნამდვილად ვარსკვლავურია. ყოველ საღამოს მდიდრულ წვეულებებზე ჩნდება, სცენაზე ორკესტრთან ერთად მღერის.
ყვითელი ამბები
ნუცა ბუზალაძის ახალმა ფოტომ სიმპათიურ მამაკაცთან ერთად სოცქსელების მომხმარებლები მოხიბლა
სახელი ნუცა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დუბაის მუსიკალურ ინდუსტრიაში. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც ზამთარში ქართველმა მომღერალმა დუბაიში მეგობრის ქორწილში იმღერა. დღეს ნუცას მეგაქალაქის ცენტრში ოცნების ბინაც აქვს ნაქირავები.
როგორც ნუცა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, თანახმაა იჭორაონ მასზე, იქნებ მართლა გაიცნოს შეიხი, ან პრინცი.

„ჯერჯერობით ნამდვილად არ გამიცვნია ასეთი ვინმე. ერთი უცნაურობა დავაფიქსირე დუბაიში – სრულიად უცნობი ადამიანები მიგზავნიან საჩუქრებს და ბოლომდე ინკოგნიტოდ რჩებიან. კონცერტის შემდეგ მხვდება საჩუქრები და არასდროს ვიცი – ვისგან. ყვავილები ყველაზე ბანალურია. სასმელიც გამოუგზავნიათ, „კარტიეს“ სამაჯურიც დაუტოვებიათ, საყურეც. იმ თეატრში, სადაც ვმუშაობ, მენეჯერი მკაცრად მყავს გაფრთხილებული, რომ ჩემამდე არავინ მოვიდეს, ამიტომ მხოლოდ საჩუქრებს ტოვებენ“, – ამბობს ნუცა.