ყვითელი ამბები

სიყვარულმა კიდევ უფრო გაალამაზა - 59 წლის დემი მური შესანიშნავ ფორმაშია - ფოტოები

Sputnik
მსახიობი დემი მური ბოლო პერიოდში სოციალური ქსელების ხელმომწერებს მრავალფეროვანი ფოტოებით დიდად არ ანებივრებს. თუმცა 59 წლის ვარსკვლავი ახლაც არანაკლებ ლამაზია და შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს.
გასულ თვეში გავრცელებულ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ახლა თავს ყველაზე კარგად გრძნობს. ცოტა ხნის წინ დემიმ ორი ახალი ფოტო გაავრცელა, ერთ-ერთ მათგანში მას შავი, საოცრად დახვეწილი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი აცვია და გემის იალქანს ეჭიდება.
წინა თვეში ცნობილი გახდა, რომ დემი მური მსოფლიოში ყველაზე ცნობილ შეფ-მზარეულს, 46 წლის დენიელ ჰამს ხვდება და საოცრად შეყვარებულია.