თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. პოლონეთში, გუბინის გარეუბანში ადგილობრივმა პოლიციამ საქართველოს 24 წლის მოქალაქე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი, რომელიც Ford-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონო გადაყვანაშია ბრალდებული.
მძღოლთან ერთად საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია მანქანაში მყოფი ოთხი სირიელიც. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს მოქალაქის დახმარებით პოლონეთიდან გერმანიაში გადასვლას ცდილობდნენ.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.