ყვითელი ამბები

ელის-მარია სააკაშვილი ბაკურიანში ისვენებს - სოფო ნიჟარაძე უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
მას შემდეგ, რაც ელის-მარია სააკაშვილი საახალწლო კონცერტზე დედასთან ერთად გამოჩნდა, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მომღერალი სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ვიდეოებს თუ ფოტოებს სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს.
ახალხან სოფომ უსაყვარლესი ქალიშვილის ახალი ფოტო გაგვიზიარა, რომელშიც ელის-მარია სააკაშვილს ყვავილების გვირგვინი ამშვენებს.
ელის-მარია სააკაშვილი დედასთან ერთად მოგზაურობის შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნდა. პატარა ელის-მარია ახლა ბაკურიანში იმყოფება, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებს.