ყვითელი ამბები

ვუდი ჰარელსონმა ინტერნეტში თავისი ორეული იპოვა, რომელიც 8 თვის გოგონა აღმოჩნდა - ფოტო

Sputnik
სოციალურ ქსელებში ხშირად გადააწყდებით იმ ადამიანების ფოტოებს, რომლებიც ცნობილ ვარსკვლავებს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. ამჯერად თავისი ორეული ვუდი ჰარელსონმა იპოვა და ამ ფაქტს გამოეხმაურა კიდეც.
სახალისო ის არის, რომ ვუდი ჰარელსონს 8 თვის პატარა გოგონა გარეგნულად ძალიან ჰგავს. „ტვიტერის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავისი შვილის ფოტო ვუდი ჰარელსონის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა, რაც ვირუსულად გავრცელდა და მსახიობამდეც მიაღწია.
„კარგი, მაგრამ ჩემი შვილი ვუდი ჰარელსონს რატომ ჰგავს?!“ – ვკითხულობთ ფოტოების აღწერაში, რაზეც თავად ვუდი ჰარელსონმაც უპასუხა. „ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ, შედარებაც ძალიან მესიამოვნა და მშვენიერი ღიმილი გაქვს. უბრალოდ ვისურვებდი, რომ შენნაირი თმა მქონდეს", — დაწერა ვუდი ჰარელსონმა პატარა გოგონას ფოტოზე კომენტარში.
ვუდი ჰარელსონის კომენტარი არც 8 თვის კორას დედას დაუტოვებია უპასუხოდ და აღნიშნა, რომ იმ დღეს მოუთმენლად ელოდება, როცა ბავშვი გაიზრდება და ამ ფოტოს აჩვენებს.