ყვითელი ამბები

სკარლეტ იოჰანსონი ათევროიან საცურაო კოსტიუმში დააფიქსირეს - მსახიობი თვალისმომჭრელია

Sputnik
37 წლის სკარლეტ იოჰანსონი ზაფხულის ცხელ დღეებს მეუღლესთან კოლინ ჯოსტთან და მეგობრებთან ერთად ჰემპტონის სანაპიროზე ატარებს.
პაპარაცებმა მსახიობი იახტაზე დასვენების დროს გადაიღეს. შეუდარებელ სკარლეტს ღვინისფერი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 10 ევროა.
მის „ლუქს“ თეთრი კეპი და დიდი ზომის მზის სათვალე ასრულებდა.