თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,23%-ით გაიზარდა და 85,78 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,19%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,16%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 5,27% მოგებით 100,71 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 93,67 პუნქტის ფასით, 10,57% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,02%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,95%-ით გაიზარდა 84,62 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,27%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 13,55%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 17,01 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 302 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,16–17,32 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 6,33%-ით და ერთ აქციაზე 6,72 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 157 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,17–6,72 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 10,43%-ით გაიზარდა 15,24 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 125 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,72–15,34 ფუნტის დიაპაზონში.