ცენტრალური ავტობანის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 157-ე კმ-ზე, ხევი–უბისას მონაკვეთზე 11-12 აგვისტოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ხევი–უბისას მაგისტრალის მშენებლობის პროცესში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალის მიერ ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟია დაგეგმილი, რის გამოც 11 აგვისტოს 02:00 სთ-დან 12 აგვისტოს 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა მოხდება პერიოდულად, 10-15 წუთიანი ინტერვალებით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი