თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. კახეთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ავტოავარია ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.