ყვითელი ამბები

„შენი ქმარი ჩემი პირველი სიყვარული იყო... ნაცემი მყავს“ - თეა დარჩია გოგოლა კალანდაძეს

Sputnik
მსახიობ და ტელეწამყვან გოგოლა კალანდაძესა და ქორეოგრაფ თეა დარჩიას შორის გულახდილი საუბარი „შუადღე Live”-ის ეთერში შედგა. დარჩიამ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პირველი სიყვარული სწორედ გოგოლა კალანდაძის მეუღლე იყო.
ყვითელი ამბები
ნახეთ ვინაა ცნობილი მსახიობის ბიზნესმენი მეუღლე – ყველაფერი გოგოლა კალანდაძის ქმარზე

„პირველი სიყვარული სკოლაში, სხვათა შორის, ეს იყო ირაკლი ფერაძე. შენი ქმარი იყო ჩემი პირველი სიყვარული. მე-4 კლასში ვარ და მზია გვილავამ შემოგვიყვანა ბიჭი, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, რომ ჰგავდა გოგოს. პატარა ბიჭი ბრიჯებში, თეთრი პერანგით და გრძელი თმით. 24 საათი ერთად ვიყავით მე-4 კლასიდან მე-8 კლასამდე. მე-8 კლასში ძალიან გამამწარეს კლასელებმა, დაბადების დღეს ვიხდიდი და არცერთი კლასელი არ მოვიდა დაბადების დღეზე. მე ანსამბლის სახე ვიყავი, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ოქროს მედალოსანი. სკოლაში რომ შედიოდი, ჩემი დიდი ფოტო ეკიდა, „ჯეირანის“ კოსტიუმში გადაღებული. რაღაცნაირად, ბავშვები ხომ იცი, გავბრაზდი, მეწყინა და იმ დღიდან იმ კლასში აღარ შევსულვარ, გადავედი სხვა კლასში. შენი ქმარი ნაცემიც მყავს“, – აღნიშნა თეა დარჩიამ.